იპოდრომზე ცათამბჯენების მშენებლობა დანაშაულია. ვაკე-საბურთალო ტრანსპორტისათვის გაუვალი გახდება. რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟი უკვე დაუწყიათ. იქ მეორე უბედურება დატრიალდება, თუ კორპუსები ჩაიდგა. არჩევნების შემდეგ ეს და ქალაქის დამანგრეველი სხვა მსგავსი პროექტები უნდა გაუქმდეს, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ივანიშვილი იპოდრომის პარკს საკუთარი ფულით კი არა, არამედ მის საკუთრებაში დარჩენილი იპოდრომის ტერიტორიის სამშენებლო მიზნებისათვის გაყიდული და გასაყიდი მიწის ლირებულების მხოლოდ ნაწილის ხარჯზე აშენებს.
იპოდრომზე ცათამბჯენების მშენებლობა დანაშაულია. ვაკე-საბურთალო ტრანსპორტისათვის გაუვალი გახდება. იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე ისედაც მიმდინარეობს მასობრივი მშენებლობები. მალე იქვე ახლოს დაიწყება ამიერკავკასიის ყოფილი სამხედრო შტაბის ტერიტორიაზე მასშტაბური სამუშაოები.
ვაკე-საბურთალოს ფაქტობრივად კოლაფსი ელოდება.
დღეს თბილისის საკრებულომ, რუსული კანონის მხარდამჭერი კიდევ ერთი ბიზნესმენი სამშენებლო ნებართვით დაასაჩუქრა.
სხვათა შორის, რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟი უკვე დაუწყიათ. იქ მეორე უბედურება დატრიალდება, თუ კორპუსები ჩაიდგა. ცოტა ქვემოთ, ტელევიზიის შენობის ტერიტირიას ჩააბეტონებენ, ასევე ცათამბჯენებით, მერე ლაგუნა-ვერა-აბრეშუმის ყოფილი ქარხნის ტერიტორიას. ალბათ ზოოპარკიც ამოღებული აქვთ მიზანში.
გმირთა მოედანი დადგება!
მოსწრებაზე არიან.
არჩევნების შემდეგ ეს და ქალაქის დამანგრეველი სხვა მსგავსი პროექტები უნდა გაუქმდეს.
ოთხი თვე დარჩა და როგორმე უნდა გავყაროთ ეს მავნებლები ხელისუფლებიდან“, - წერს