რეგალიები ბევრს უყვარს პარლამენტში, განსაკუთრებით ისეთი, რომელიც იმ ბედნიერ საბჭოთა დროს გაახსენებს, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
„პარლამენტმა დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში აღდგება ძველი საბჭოთა გადმონაშთის, ე. წ. აკადემიის წევრ-კორესპონდენტების არჩევის წესი. ასეთი კორესპონდენტი იქნება 30. როგორც ხდება ხოლმე, ვიღაცებისთვის იზრუნეს. მალე ვიხილავთ, თუ ვისი პორტრეტები დაამშვენებენ ამ რეანიმირებულ წოდებას. არაა გამორიცხული, დეპუტატების სახეებმაც გამოანათონ:))
რეგალიები ბევრს უყვარს პარლამენტში, განსაკუთრებით ისეთი, რომელიც იმ ბედნიერ საბჭოთა დროს გაახსენებს“, - წერს გოცირიძე.