თავისი გაფუჭებული იმიჯი რომ გამოესწორებინა, ბიძინა ივანიშვილი შეუთანხმდა მის მეპატრონეს, რომ გაეყიდა და გარანტიაც მისცა, რომ იყიდიდა კონკრეტულ ფასად. ხელნაწერი “კრისტის” აუქციონზე საწყის ფასად, ერთ მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. აუქციონი ფაქტობრივად არ შემდგარა, სხვა მყიდველი არც ჰყავდა. - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
"არავინ გამოიტანდა აუქციონზე ნივთს გასაყიდად, თუ არ იქნებოდა დარწმუნებული, რომ იგი სასურველ ფასად გაიყიდებოდა. იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი რომ კერძო კოლექციაში ინახებოდა, ეს ყველასთვის იყო ცნობილი. თავისი გაფუჭებული იმიჯი რომ გამოესწორებინა, ბიძინა ივანიშვილი შეუთანხმდა მის მეპატრონეს, რომ გაეყიდა და გარანტიაც მისცა, რომ იყიდიდა კონკრეტულ ფასად. ხელნაწერი “კრისტის” აუქციონზე საწყის ფასად, ერთ მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. აუქციონი ფაქტობრივად არ შემდგარა, სხვა მყიდველი არც ჰყავდა.
კიდევ რაღაც “ტრიუკებს” გამოაგორებს წინასაარჩევნოდ. თუ ისევ ჩამოაწერს ბანკის ვალებს, ძალიანაც გამიხარდება. ხალხიც იხეირებს და ბიუჯეტიდან თუ სხვა პრივილეგიებიდან მიტაცებულ სახელმწიფო თანხების თუნდაც უმცირეს ნაწილს უკან დააბრუნებს.
არ უშველის უკვე ძველი ტრიუკები.
არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა.
როცა ეს ანდაზა შეიქმნა, მაშინ სარეცხი ქიმიური საშუალებები არ იყო გამოგონებული. ვერც დოლარებით და ვერც ქიმწმენდით ვერ გათეთრდების".