ეს არის მხოლოდ იმის ჩვენება, რომ ამ ადამიანებს მიზნად გაუხდიათ იმაზე ფიქრი, ვინ უფრო მეტ ამომრჩეველს წაიყვანს, რომ მოხვდნენ პარლამენტში, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც ნიკა მელიას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„თუმცა, მე მგონია, რომ არცერთ მათგანს აღარ ექნება პარლამენტში მოხვედრის შანსი“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
საკუთარ პარტიასთან ცხრათვიანი დაპირისპირების შემდეგ ნიკა მელიამ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა.