ოპოზიციის მხრიდან ერთი პროგრამული განცხადება გინახავთ?  მოსახლეობას მობეზრდა არარეალისტური საუბარი. , - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა.

„მოსახლეობას მობეზრდა არარეალისტური საუბარი. მთელი ოპოზიცია ხომ იძახის, რომ ჩვენ გავიმარჯვებთო, ხელისუფლება უნდა შეიცვალოსო და ამ დროს რეიტინგი არ აქვს ამ სიტყვების პატრონს. მოსახლეობას მობეზრდა ასეთი ლაპარაკი. „სახელის გატეხას, თავის გატეხა ჯობია“.

ოპოზიციის მხრიდან ერთი პროგრამული დოკუმენტი გინახავთ? პროგრამული განცხადება გინახავთ? პარტიები მიჰყვებიან იმას, რაც პოპულარულია. თავის ნათქვამს კი არ აქცევენ პოპულარულად, რაც ისედაც პოპულარულია იმას უნდათ, რომ მოაჯდნენ“,- განაცხადა საყვარელიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.