როგორი გაერთიანებაც არ უნდა მოხდეს, თვითონ სალომეს ფიგურა ბევრს არაფერს შეიტანს იმ გაერთიანებაში. რეიტინგი მასაც არ აქვს. დანარჩენი სავარაუდო მოქმედი პირებიც რეიტინგულები არ არიან, - ასე უპასუხა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ კითხვას სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციასთან გაერთიანების შესაძლებლობის შესახებ.

როგორც საყვარელიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ აღნიშნა, ზოგადად, ოპოზიცია პრეზიდენტის მიმართ მაინც კრიტიკულად არის განწყობილი.

„გახსოვთ ფრაზები: „რაც არ უნდა ქნას, თუ სააკაშვილს არ გამოუშვებს, არ ვენდობით“. ანუ, არნდობისკენ უფრო არიან მიდრეკილები, ვიდრე იმისკენ, რომ იბრძოლონ ერთად. ისინი ბრძოლაში ერთად არ წავლენ, გაწირავენ ერთმანეთს“, - მიიჩნევს პოლიტოლოგი.

მისივე თქმით, პრეზიდენტს თითქმის არ აქვს შანსი პოლიტიკური კარიერა საქართველოში გააგრძელოს. „სწორედ ამიტომ, ის ცდილობს ბოლო პერიოდში იყოს უფრო მომხიბვლელი დასავლეთის თვალში“, - ამბობს საყვარელიძე.