"ქართული ოცნების“ პირობებში“ რუსეთს პროვოკაციის განხორციელების საშუალება არ მივეცით და მშვიდობა შევინარჩუნეთ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„წარსულის გაკვეთილებზე „ქართულმა ოცნებამ“ რომ ისწავლა, ნეტა ისე წინა ხელისუფლებას ესწავლა. "ქართული ოცნების“ პირობებში“ რუსეთს ვერცერთი პროვოკაციის განხორციელების საშუალება არ მივეცით და მშვიდობა შევინარჩუნეთ, ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ რუსეთს უნდა აგრესია? არ მივეცით ამ აგრესიის საშუალება. „ქართლი ოცნების“ პირობებში ერთი ჯიხური არ გაყიდულა რუსეთზე. არ დატოვეს სტრატეგიული ობიექტი, რომელიც რუსეთს არ გადასცეს და პრეზიდენტი იდგა საზღვარზე და „მობრძანდით ბატონო“ იძახდა, ხოლო დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გაკეთებულ რაღაც განცხადებაზე ნეიტრალურ არაფრისმთქმელ პასუხს გავცემთ, რომ სიტუაცია ახლოსაც არ მოგვყავს, ამას ურთიერთობის დათბობად ვაფასებთ? ხომ უნდა მივხვდეთ, რომ ის, რა პოლიტიკაც იყო „კოკოითი ფანდარასტი“ დამთავრდა იმ შედეგით, ხოლო პოლიტიკით, რასაც ატარებს საქართველო დღეს, ვინარჩუნებთ მშვიდობას“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.