მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია არჩევნების, საგარეო პოლიტიკისა და დემოკრატიის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდა.
"არ შეიძლებოდა დღეს აქ არ ვყოფილიყავი, რადგან [კონფერენციაზე განსახილველი საკითხები: არჩევნები, საგარეო პოლიტიკა და დემოკრატია] ეს სამივე საკითხი არის ის, რაც მე მამოძრავებს დიპლომატიასა და პოლიტიკაში და მიმაჩნია, რომ სამივე საკითხი ის ეგზისტენციალური საკითხია, რომელიც ნამდვილად განსაზღვრავს საქართველოს მომავალს.
ეს ჩვენ ყველას გვეხება, არამხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ საზოგადოების როლი ბევრად უფრო დიდი და ბევრად უფრო მნიშვნელოვანია და პარტიები მხოლოდ საზოგადოების სურვილისა და მოთხოვნების ამსახველნი არიან და რაც უფრო ნათელია საზოგადოების მიერ გამოხატული მოთხოვნები, მით უფრო უკეთ აეწყობიან პარტიები ამ მოთხოვნებზე. რეალურად, ეს არის დემოკრატია და არა პირიქით, რასაც სამწუხაროდ, წლებმა და სხვადასხვა რეჟიმებმა მიგვაჩვია, რომ ზემოდან ქვემოთ მოდის ყველაფერი და არა ქვემოდან ზემოთ.
ძალიან მოხარული ვარ, რომ რეალურად ის საკითხი, რომელსაც თქვენ შეეხეთ, ეს ეროვნული თანხმობა, რომელსაც მე შევეხე დასაწყისში, მაგრამ ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა სწორედ საზოგადოებისგან. სამწუხაროდ, კოვიდმა და პოლიტიკურმა პოლარიზაციამ არ მისცა იმ ეროვნულ თანხმობის პროცესს გაშლის საშუალება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს ის საფუძვლები, რომელსაც უნდა დავუბრუნდეთ და მიმაჩნია, რომ უნდა მეც და ზოგადად, ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ამ პროცესს, რადგან ეროვნული თანხმობის გარეშე (ეს რეალურად, ჩვენი მთავარი პრინციპია), ჩვენ მტრისგან თავს ვერ დავიცავთ. მთელი საქართველოს ისტორია გვეუბნება, რომ ეს ეროვნული თანხმობა არის ის ბრძოლა, რამაც საქართველო დღემდე მოიყვანა. ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და არ გვაღიზიანებდეს იმის მიუხედავად, ვთანხმდებით თუ ვერა სხვადასხვა საკითხებზე.
მაშინ როცა ყოველდღიურად სურთ გვაჩვენონ პოლარიზებული პოლიტიკური სპექტრი, ძალიან ნიშანდობლივია, რომ დღეს არსებობს ეროვნული თანხმობა. პოლიტიკური სპექტრი პოლარიზებულია, მაგრამ ამის უკან დგას საზოგადოება, რომელიც გაერთიანებულია მთავარ საკითხებზე. მთავარი საკითხები კი არის: - ,,მე მინდა ჩემი შვილებისა და ჩემი მომავლისთვის ევროპა და არ მინდა რუსეთი!“
ამ საკითხზე ქვეყანაში უზარმაზარი უმრავლესობა არსებობს და თუ პოლიტიკური პარტიები ამას ვერ ხედავენ, ცუდი მათთვის. მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოებამ იცის რა უნდა. მე ამას ყოველდღიურად ვხედავ ამ ევროპული კამპანიით. ეს არის საზოგადოების კამპნაია - “ჩვენი ხმა ევროპას” და ყველგან, სადაც მივდივარ და ვხვდები ხალხს ძალიან ნათელია, რომ ეს არის მათი გამოძახილი და ამ საკითხში არ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები არც სოფელში და არც ქალაქში, არც ახალგაზრდებში და არც ზრდასრულ ადამიანებში. ეს არის ის, რაც გვაერთიანებს და აქ, ამ საკითხის ირგვლივ უნდა მოხდეს ქვეყნის სრული კონსოლიდაცია, რათა ბოლომდე მივიყვანოთ ეს პროცესი და დღეს, როგორც არასოდეს, ამის ყველაზე დიდი შანსიც გვაქვს.
ამ შანსის ხელიდან გაშვება ნამდვილად არ შეიძლება და ეს საზოგადოებაც ნამდვილად არ აპირებს იმას, რომ ვინმეს მისცეს საშუალება ეს შანსი ხელიდან გააშვებინოს, - ესეც ყველამ კარგად უნდა გაიგოს.
ვწუხვარ ერთ რამეზე, რომ ამ უზარაზარ ეროვნული თანხმობის მიმართ რაღაც გულგრილობაა. მე ვიყავი სოფლებში, ჩემთვის ძალიან გაუგებარია, რომ მუნიციპლაიტეტის წარმომადგენლები არ ხვდებიან პრეზიდენტს, როცა ადგილზე ჩადის, არ ხვდებიან დოპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, როცა ისინიც ესწრებიან ამ ღონისძიებებს, რომლის მიზანიც მხოლოდ საქართველოს ევრპული გზაა; არანაირი სხვა პოლიტიკური თუ შიდაპოლიტიკური ძახილები არ არის და იქ არმისვლა, ან კიდევ უარესი - სკოლის ბავშვების მიმართ მუქარა, რომ არ მიხვდეთ [შეხვედრასზე]ეს ხომ საერთოდ არ მესმის; არც ის არ მესმის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი არ აძლევს უფლებას სტუდენტებს, გაშალონ მაგიდები და ხელი მოაწერინონ ამ ძალიან მარტივ განაცხადს - თუ წაიკითხეთ ეს განცხადება, ამაზე მარტივი და ამაზე არაპოლიტიკური არაფერი არსებობს და რექტორი უარს ამბობს, რომ შიგნით [უნივერსიტეტის შენობაში] ვითომც რაღაც პოლიტიკური ღონისძიება არ შეიძლება.
ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ პოლიტიკა არის პოლიტიკა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესები სხვა რამაა, რაც ყველგან, ყველა სივრცეში უნდა იყოს თავისუფალად. ეს არის თავისუფლება, ამიტომ გვინდა ევროპა, ამ თავისუფლებისთვის, რომ არავინ არავის მიმართ, არანაირი მუქარით არ სცადოს აზრების შეცვლა, ან რაღაცნაირად გავლენის მოპოვება. ეს ოდითგან ის ქართული ღირებულებაა, რაც ასევე ოდითგან ევრიპული ღირებულებაცაა და რაც დევს იმ ევროპულ საფუძველში, რომელშიც ჩვენ მალე გავწევრიანდებით. როდის იქნება ზუსტად არ ვიცით, მაგრამ იქნება და ჩვენ ვდგამთ ძალიან სერიოზულ ნაბიჯს.
მეორე საკითხი, რომელსაც შეეხეთ და რომელიც ასევე მიმაჩნია, რომ ჩემია ეს ქართული დიასპორის საკითხი და არჩევნებია. ეს თემა ჩემი თემაა და სულ მაწუხებდა, რადგან იქ, სხვადასხვა არჩევნების დროს, ვხედავდი, რომ არჩევნების შედეგებში ემიგრაციაში არსებული განწყობების რამდენად არასერიოზული ასახვა იყო.
ეხლა არაფერს არ ნიშნავს, ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, მაგრამ მაინც... მე რომ პარიზში არჩევნები წავაგე, ცოტა მაინც უცნაური უნდა იყოს. მთავარი ის არის, რომ როგორც თქვენ ახსენეთ, დღეს მილიონი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს საზღვარგარეთ, ძალიან ბევრი მათ შორის არალეგალი და არაფერი კეთდება, არცერთი ხელისუფლება აქამდე არ დაინტერესდა ჩვენი თანამემამულეების ამ რაოდენობით, რომლებიც მონაწილეობენ არჩევნებში, რაც მათი უფლებაა.
რატომ? იმიტომ რომ საელჩოს ირგვლივ კარგად მოკალათებული იმ პატარა ჯგუფის
არჩევნებში მონაწილეობა სრულიად საკმარისად მიიჩნეოდა და რატომ უნდა აეტკიებინათ თავი და დაეწყოთ საზღვარგარეთ რაღაც კამპანია, რომელიც ბევრად უფრო რთული იქნებოდა.
ძალიან ნიშანდობლივია, რომ ის ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, დამოუკიდებლად მუშაობენ და მოღვაწეობენ, მათზე პოლიტიკური გავლენების მოპოვება ბევრად უფრო რთულია. ანუ მათ ვერ იჭერ ხელფასით, რაღაცა გავლენით, შვილებით, მეუღლეებით და ასე შემდეგ. ასე რომ, ეს არის ბევრად უფრო თავისუფალი, ცოცხალი ნაწილი ჩვენი ამომრჩევლების და მათი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.
ძალიან მოხარული ვარ, რომ ამაზე დისკუსია იწყება სხვადასხვა წრეში და ეს ნიშნავს იმას, რომ თემა აქტუალურია, სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებიდან ბევრი სხვადასხვა საშუალება არსებობს, რომ ბევრად მეტმა ადამიანმა მიიღოს [საზღვარგარეთ არჩევნებში] მონაწილეობა.
მთავარია, ხელმისაწვდომი იყოს ის ადგილები, სადაც არჩევნებში უნდა მიიღო მოანაწილეობა. არ შეიძლება, რომ ასეთი ადგილი იყოს მხოლოდ ერთი ცენტრი საელჩოში. უნდა გაიხსნას სხვადასხვა საარჩევნო უბნები, მით უმეტეს, დიდ ქვეყნებში, სადაც ჩვენი მოქალაქეებისთვის [არჩევნებში] მონაწილეობა რთულია. ვიცი, რომ რამდენიმე ჩვენი პარტნიორი ქვეყანა მზადაა დასახმარებლად, იმისთვის, რომ გაიხსნას უსაფრთხო საარჩევნო უბნები.
მეორე საკითხია როგორ შეიძლება საზღვარგარეთ მყოფმა ადამიანებმა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა. ეს სხვადასხვა ქვეყნებში, ბევრი სხვა ემიგრაციის პრობლემაცაა, არალეგალებს ყოველთვის ეშინიათ, საელჩოსთან ან საარჩევნო უბანთან მისვლა, რადგან იქაურ პოლიციის მიერ იქნებიან აღრიცხულნი და ამით მათ შეიძლება რაღაცა საფრთხე შეექმნათ. ეს საკითხი გადაწყვეტილია ბევრ ქვეყანას შორის. საფრანგეთის გამოცდილებიდან ვიცი, რომ იმდენად ბევრი ალჟირელი მონაწილეობს არჩევნებში, რომ ალჟირის არჩევნების პრინციპში, საფრანგეთში წყდება - რიგებია მათ საელჩოეებთან და საარჩევნო უბნებთან. მაგრამ იქ არავინ ერევა ამაში და პოლიციის არანაირი ჩარევა არ ხდება.
ამაზე ჩვენ უნდა მივიღოთ ჩვენი პარტნიორებისგან წინასწარი შეთანხმებები და გარანტიები იმისა, რომ ეს არ მოხდება, წინასწარ უნდა მოვამზადოთ ჩვენი მოსახლეობა, რომ ამ კუთხით აქ არ იქნება საფრთხე.
ამავე დროს, შეიძლება [არჩევნებში] მონაწილეობის სხვადასხვა ფორმები არსებობდეს, რომელიც მათთვის კიდევ უფრო უსაფრთხოდ გამოჩნდება. ანუ ეს შეიძლება იყოს ფოსტით, შეიძლება იყოს ონლაინ. ეს ყველაფერი უნდა იყოს განხილული და აქ არ შეიძლება პასუხი იყოს, რომ ეს ძალიან რთულია და არ შეიძლება.
აქაც, კიდევ ერთხელ საზოგადოებამ თავისი სათქმელი უნდა თქვას და მე ზოგჯერ მიკვირს ამ საზოგადოების დუმილის ისეთ საკითხებზე როგორიცაა დიასპორის საარჩევნო უფლებები, თუ მოქალაქეობის გამარტივების საკითხი, მაშინ როცა პრაქტიკულად ყველა ოჯახის ერთი წევრი მაინც ცხოვრობს საზღვრაგრეთ, ამიტომ ჩვენი საზოგადოება ბევრად უფრო დაინტერესებლი უნდა იყოს იმით, რომ ეს ადამინები, რომლისგანაც ხშირად ტრანსფერებს და დახმარებას ღებულობენ სრულყოფლად მონაწილეობდნენ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში და არა მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ მათი დახმარება გვჭირდება. ეს რაც ეხება დიასპორას. ძალიან ბევრია გასაკეთებელი და ამ შემთხვევაში, ეს კამპანია ეხლავე უნდა დაიწყოს და არა როგორც გვჩვევია არჩევნებამდე ერთი თვით ადრე და მაშინ ძალიან ადვილია იმის თქმა, რომ დრო აღარ არის, ვერ კეთდება- რაც მართალი იქნება, როცა გვიან დაწყებული საქმე ვერ შესრულდება.
მეც, ამ ევროპული კამპანიის ფარგლებში, მექნება დიასპორასთან ურთიერთობა. 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების დაცვის დღეს, ვაპირებ, რომ სხვადასხვა დედაქალაქების ჯგუფებთან გავმართო ტელეხიდი ,,სკაიპით“. ახლა ვსარგებლობ შემთხვევით, რომ აქ იმყოფებიან ტელევიზიები და ვაცხადებ, რომ ვინც დაინტერესებულია [ამ შეხვედრაში მონაწილეობით] შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ, ჩავწერთ ჩვენს განრიგში, რათა მაქსიმალურად ყველა დიასპორულ ორგანიზაციებთან, თუ ინდივიდუალურ ჯგუფებთან შედგეს ურთიერთობა და საუბარი. კვირას, 10 დეკემბერს ონლაინშეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება.
და რადგანც ადამიანის უფლებების დღეზე გადავედი, არ შეიძლება არ შევეხო იმ ძალიან მტკივნეულ საკითხს, რომელსაც ჰქვია ქალთა მიმართ ძალადობა და პოლიტიკოს ქალთა მიმართ ძალადობა ჰქვია.
ხშირად ამბობენ, რომ პოლიტიკოსს თმენის ვალდებულება აქვს, რაც მართლაც სწორია, მაგრამ ამ თმენასაც საზღვარი აქვს და ეს საზღვარი ყველას ღირსეული ქცევაა, რაც პოლიტიკაში ყველას მოეთხოვება. და ამომრჩეველის განსჯა სწორედ იმითი უნდა იყოს განპირობებული, როგორ ღირსეულად იქცევა პოლიტიკოსი პოლიტიკაში.
პოლიტიკა არ არის რაღაც პრივილეგია, რომელიც გაძლევს უფლებას, რომ როგორც გინდა ისე მოიქცე. და ამას აქვს კიდევ სხვა განზომილება, რომ ქალთა მიმართ პოლიტიკური ძალადობა - ეს იქნება სიტყვიერი, თუ ხელით შეხება. ეს არის ის მაგალითი, რომელიც შემდეგ საზოგადოებაზე გადადის. თუ საზოგადეობა უყურებს, რომ ვინც ქვეყნის ელიტად მიიჩნევა (ვინ როგორ თვლის) ამ კატეგორიაში თუ ისინი ამის უფლებას აძლვენ საკუთარ თავს, მაშინ სხვა რატომ უნდა იყოს შეზღუდული და მაგალითია ის, რაც განაპირობებს ადამიანების ქცევას. ამიტომ თმენის გარდა, პოლიტიკოსების მთავარი ვალდებულება ღირსეული ქცევის ვალდებულებაა და მე მინდა ყველას ამისკენ მოვუწოდო. თორემ ჩვენ გვექნება მზარდი პრობლემა საზოგადოებაში. საზოგადოება, რომელიც ისედაც დაძაბული და აგრესიულია, რაზეც გავლენას ახდენს ბევრი რამ, მათ შორის სოცალური ქსელები. საზოგადოება ამ მხრივ, ბევრად უფრო მოწყვლადია და ჩვენი, თითოეულის ვალდებულებაა, შევქმნათ უფრო მშიდი უფრო დაბალანსებული და უფრო ღირსეული გარემო ერთმანეთის პატივისცემითა და არა ერთმანეთის ლანძღვა-გინებით." - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.