ძალიან გული მწყდება, ყოველთვის მეგონა, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ქართულ საქმეს გააკეთებდა და დავინახე, რომ მისი მხრიდან არ კეთდება ქართული საქმე, - ამის შესახებ გია გაჩეჩილაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, თავის დროზე სალომე ზურაბიშვილთან ერთად ისინი თანამებრძოლებიც იყვნენ და „საკანში“ ყოფნისას მას სალომე ზურაბიშვილი ხშირად სტუმრობდა.
„ძალიან გული მწყდება - ყოველთვის მეგონა, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ქართულ საქმეს გააკეთებდა და დავინახე, რომ მისი მხრიდან არ კეთდება ქართული საქმე. მისი ბოლო განცხადებისას თქვა, რომ თურმე, საქართველოში ერთადერთი ოლიგარქი ივანიშვილი ყოფილა. მაშინ არ იყო ოლიგარქი, საპრეზიდენტო არჩევნებში რომ ეხმარებოდა და მის მაგივრად ბილბორდებზე სურათით ივანიშვილი რომ იყო გამოსახული, თუ იმის შემდეგ იშოვა ფული და მერე გახდა ოლიგარქი?! უბრალოდ, მე თვითონ ვერ ვიტან ასეთ მიდგომასა და დამოკიდებულებას! შესაძლოა, ხალხმა თქვას, რომ პოლიტიკაა და ყველაფერი მოსულა, მაგრამ ჩემთვის არაფერი მოსულა! ჩემთვის პირველ რიგში არის ადამიანობა, ღირსება, ქვეყნის სიყვარული და შემდეგ, ყველაზე ბოლოს პოლიტიკა. არ მიმაჩნია, რომ პოლიტიკა ბინძურია. როდესაც პოლიტიკას ბინძური ადამიანები ბინძურად აკეთებენ, მაშინ არის პოლიტიკა ბინძური. თუ შენ ქვეყანას და მის ინტერესებს ემსახურები, პოლიტიკის სუფთა ხელებით კეთებაც შეიძლება“, - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.