მე ამ საღამოს თქვენთ ვარ, 84 შუალავერელი, თუ 84 ორჯონიკიძე ვერაფერს შეუცვლის ამ ქვეყნის მომავალს, ეს მომავალი ჩვენია , - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტთან შეკრებილ საზოგადოებას.
„84 შულავერელი თუ 84 ორჯონიკიძე ვერაფერს შეუცვლის ამ ქვეყნის მომავალს, ეს მომავალი ჩვენია და მე ახლა გეტყვით, რა არის ჩვენი გასაკეთებელი. ამათმა ხომ დააჭირეს ღილაკს თითი და თავიანთი სახელი ისტორიის ერთ გვერდზე ჩაწერეს. ჩვენ ახლა უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვემზადოთ 26 ოქტომბრისთვის, რომელიც იქნება ჩვენი პასუხი დღევანდელ დღეზე.
გაბრაზდით ხომ? მაგრამ დავიწყოთ საქმე. დავიწყოთ საქმე - საქმე არის, რომ უნდა მოვამზადოთ ნამდვილი რეფერენდუმი - ანუ ეს ენერგია, რაც თქვენშია უნდა იმაზე მოხმარდეს, რომ ხელმოწერები მოაგროვოთ და მოიტანოთ ჩემთან და მოვაწერ ხელს რეფერენდუმს, გვინდა ევროპული მომავალი თუ გვინდა რუსული მონობა“, - ამბობს პრეზიდენტი.