გეგმას და ახალ პოლიტიკურ მოდელს ბრიუსელში, პარტნიორებთან წარვადგენ, რათა უმოკლეს ვადაში შევძლოთ აღვადგინოთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და მოლაპარაკებების გახსნა,- ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე გამოსვლისას გააკეთა.
„მე ამ გეგმას და ახალ პოლიტიკურ მოდელს ბრიუსელში, ჩვენს პარტნიორებთან წარვადგენ, რათა უმოკლეს ვადაში შევძლოთ აღვადგინოთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და მოლაპარაკებების გახსნა. ეს არ არის მარტივი. ეს გეგმა თქვენს ხელშია. მჯერა ქართული საზოგადოება მზადაა, იმისთვის, რომ ახალი ნაბიჯი გადავდგათ, აჩქარებული ტემპით შევიდეთ ევროპაში. გაუმარჯოს საქართველოს!“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.