მიდის უაზრო ჭიდილი ახალი პრემიერის, რომელიც დასწრებაზეა, რომ გამომიგზავნოს ინიციატივა, რომ დავაჯილდოოთ ფეხბურთელები. უნდა, რომ მე დამასწროს,- ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„მიდის უაზრო ჭიდილი ახალი პრემიერის, რომელიც დასწრებაზეა, რომ გამომიგზავნოს ინიციატივა, რომ დავაჯილდოოთ ფეხბურთელები. უნდა, რომ მე დამასწროს რეალურად. ეს არის ის ერთი ბერკეტი, რაც რჩება პრეზიდენტთან, მაგრამ იქაც ბავშვური... დღეს ყველაფერს ვამბობ. დიდი ხანია არაფერს არ ვამბობდი, რადგან ვთვლიდი, რომ ასეთი ქიშპობა არსებობს. ნორმალურ ქვეყანაში, ნორმალურ სახელმწიფოში ამაზე საუბარი არ არის სწორი, მაგრამ ჩვენ აღარ ვართ არც ნორმალურ სახელმწიფოში, ქვეყანაში და ვართ იმ პერიოდში, როდესაც სიმართლე უნდა ითქვას", - ამბობს პრეზიდენტი.