მე არ შევცლილვარ, მაგრამ შეიცვალა, ან გააშკარავა, რაც იყო, მთავრობა, უმრავლესობა, ეს პარტია, რადგან ეს არის ის პარტია, რომელმაც შემოიტანა კონსტიტუციაში ევროინტეგრაცია,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„რაც არ მაქვს საზოგადოებისთვის ასახსნელი არის ის, რომ მე არ შევცვლილვარ. 72 წლის გავხდი და 60 წელი მაინც არის ის, რომ მე ვიბრძვი იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული, საქართველო იყოს და დარჩეს დამოუკიდებელი, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს დამონება. არ მეგონა, რომ მე იმ პერიოდში ვიქნებოდი, როდესაც მცდელობა განახლებული მექნებოდა. მე იმისთვის ვმუშაობდი, რომ რუსული ძალები გასულიყო, რადგან ეს იყო წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენი გზა ევროპისკენ ყოფილიყო წარმატებული. მე არ შევცლილვარ, მაგრამ შეიცვალა, ან გააშკარავა, რაც იყო, მთავრობა, უმრავლესობა, ეს პარტია, რადგან ეს არის ის პარტია, რომელმაც შემოიტანა კონსტიტუციაში ევროინტეგრაცია", - ამბობს პრეზიდენტი.