კონსტანტინე გამსახურდია მამისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე ორბელიანების სასახლეში არ მივიდა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„31 მარტს მქონდა დიდი ღონისძიება 1991 წლის რეფერენდუმის მნიშვნელობაზე. აქ იყო წარდგენა ზვიადის შესახებ 4 წიგნის. იყო ყოფილი საბჭოს წარმომადგენლები და შეთანხმებული იყო წინა დღით კონსტანტინე გამსახურდიასთან, რომ უნდა მოსულიყო და ყოფილიყო ერთ-ერთი გამომსვლელი ამ ღონისძიებაზე. არც მოვიდა, არც დარეკა, არც ბოდიში არ მოიხადა. არც გამსახურდიას შვილი და არც მისი შვილიშვილი არ მოსულა. ვისაც რამე თანამდებობა აქვს და ამას ებღაუჭება, არის პირდაპირ აკრძალვები. წინა დღეს არ ჰქონდა აკრძალვას. წინა დღით მოვიდა, წიგნი მაჩუქა, მაგრამ მეორე დღეს არ გამოცხადდა", - ამბობს ზურაბიშვილი.