საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ჟან-ფრანსუა რაპენი ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მტკიცე პარტნიორობაზე, მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოებს შორის მეგობრულ ურთიერთობებზე.
საუბრის ერთ-ერთი თემა იყო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ შემდეგი მიზანი ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაა და საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით წარმატების მისაღწევად ძალისხმევას არ იშურებს.
აღინიშნა, რომ საქართველო საფრანგეთისა და ევროკავშირის საიმედო მოკავშირეა, რომელიც განაგრძობს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების ხელშეწყობას .
პრემიერ-მინისტრმა ჟან-ფრანსუა რაპენს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საფრანგეთის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.