საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ,  თავდაცვის ძალების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სიტყვით გამოსვლისას მისასალმებელს სიტყვაში არ მოიხსენია.

"ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე,

ბატონო დედაქალაქის მერო, 

ბატონო თავდაცვის მინისტრო,

ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო,

გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, რიგითებო და კაპრალებო, პატივცემულო მოწვეულო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით.

ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი და ქართულ ჯარს არ ვაკადრებ გამომვეხმაურო მის პოლიტიკურ განცხადებებს, რომელიც სრულიად შეუფერებელი იყო დღევანდელი დღისთვის და პრეზიდენტის მაღალი თანამდებობისთვის, კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხისთვის და ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე აგებს ყველა პასუხს. " - განაცხადა პემიერმინისტრმა.