საქართველოს მთავრობის მეთაურმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხრა მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდდატები წარადგინა. 

ფოთში, ხობში, სენაკში, აბაშასა და მესტიაში, „ქართულმა ოცნებამ“ კვლავ მოქმედი მერები წარადგინა. რაც შეეხება დანარჩენ ოთხ მუნიციპალიტეტს, ზუგდიდში დათო კოდუა, ჩხოროწყუში ჯუმბერ იზორია, მარტვილში გიორგი ნაჭყებია და წალენჯიხაში გუბა საჯაია არიან წარდგენილი.

„სამეგრელო-ზემო სვანეთში მოქმედ მერებს წარვადგენთ 9-დან 5 მუნიციპალიტეტში. ესენია: ფოთში: ბექა ვაჭარაძე, ხობში: დავით ბუკია, სენაკში: ვახტანგ გადელია, აბაშაში: გიგა გაბელაია, მესტიაში: კაპიტონ ჟორჟოლიანი.
ზუგდიდში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება საქართველოს პარლამენტის წევრი - დათო კოდუა; ჩხოროწყუში ყოფილი პარლამენტარი - ჯუმბერ იზორია; მარტვილში წარმატებული მეწარმე - გიორგი ნაჭყებია; ხოლო წალენჯიხაში წარმატებული საჯარო მოსამსახურე - გუბა საჯაია,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Mariam
ირაკლი კობახიძის ინფორმაციით,  ლანჩხუთში მერობის კანდიდატად მოქმედი მერი, ალექსანდრე სარიშვილია წარდგენილი, ოზურგეთში - პაატა კუნჭულია, ხოლო, ჩოხატაურში - მინდია ჟღერია


პრემიერ-მინისტრმა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, გურიის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები დაასახელა.

მისი განცხადებით, ლანჩხუთის მერობის კანდიდატი მოქმედი მერი, ალექსანდრე სარიშვილი იქნება.

„გურიაში, მოქმედ მერს - ალექსანდრე სარიშვილს წარვადგენთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. ოზურგეთში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება წარმატებული ლექტორი და მენეჯერი - პაატა კუნჭულია, ხოლო ჩოხატაურში, ჩოხატაურის მერის მოქმედი მოადგილე - მინდია ჟღერია.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.