სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდგომაც არ დატოვებს პრეზიდენტის რეზიდენციას პრემიერი ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს იქნება სისხლის სამართლის დანაშაული, რაც კანონით დაისჯება.

"კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 72 წლის ქალის ციხეში გაშვება შეიძლება არ მოუნდეს არავის მაგრამ ასეთი ქმედებით ის გაწირავს ყველა იმ ადამიანს ვინც იქნება ასეთი სცენარის შემთხვევაში რეზიდენციაში. მე მაინც მგონია რომ მას ეყოფა გონიერება და არ გააკეთებს ისეთ რამეს, რაც მას და მასთან მყოფი პირების მრავალწლიან პატიმრობას გამოიწვევს." - განაცხადა პრემიერმა.