როდესაც 1%-იანი, თუ 2%-იანი პარტიის ორი ლიდერი ერთმანეთში ვერ იყოფს პრემიერის თანამდებობას ეს არის რა თქმა უნდა ღიმილისმომგვრელი. მათი საქმეა ეს ყველაფერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მარნეულში, ჟურნალისტის მიერ ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, ყველამ იცის, რომ ამ პოლიტიკურ სუბიექტს ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს.
„ყველამ იცის, რომ ამ პოლიტიკურ სუბიექტს ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს, შესაბამისად, მათი შიდა კინკლაობა, მგონი, არავისთვის არ არის საინტერესო,“- განაცხადა პრემიერმა.