ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებთან განაცხადა: 

"რაც შეეხება პრეზიდენტის შეუთანხმებელ ვოიაჟს, მე ვფიქრობ ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. თქვენ თუ გაიხსენებთ შარშან ან წინა წლებში რომელიმე ფაქტი რომ მას უარი ვუთხარით. პრეზიდენტს ძალიან მძიმე განცხადებები აქვს გაკეთებული, რომ ამ 12 რეკომენდაციას მთავრობა არ ასრულებს, აკეთებს განცხადებას რომ მთავრობის ნაბიჯები ბუნდოვანია. ამის შემდეგ ჩვენი  ის მინიმალური ნდობაც დაიკარგა რაც გაგვაჩნდა. ამის მერე ჩემი ხელმოწერით ვერ გავაგრძელებიებდი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს, ამის მონაწილე ვერ ვიქნებოდი, როცა ადამიანი ქვეყნის შიგნით აცხადებს ასეთ რამეს, როცა მოგვმართავს ქვეყნის გარეთ გამგზავრებაზე, იქ რას ილაპარაკებდა ჩვენი მანდატით... ნდობა აღარ გვაქვს.. ამით დასაბუთდა ჩვენი უარი, იმიტომ რომ ის ეწინააღმდეგებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ჩვენი ინტერესია რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი, ამის წინააღმდეგ ნებისმიერი ქმედება არის საბოტაჟი.

რაც შეეხება იმპიჩმენტს, როცა ადამიანი დაარღვევს კანონს, ჩვენ ვალდებულები ვართ ამაზე რეაგირება მივიღოთ.

იმპიჩმენტი არუს ფორმალური რადგან ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ხმები, მაგრამ ჩვენ ნდობა დაკარგული გვაქვს.

რაც შეეხება სტატუსს, რა კავშირი უნდა იყოს ამ ადამიანის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევასა და სტატუსს შორის. , - განაცხადა ღარიბაშვილმა.