არც ერთი მიმართულებით არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ ტოლერანტული იმ არასწორი ქმედების მიმართ, რომელსაც ახორციელებენ კონკრეტული ელჩები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

კითხვაზე, როგორც შეაფასებდა გერმანიის ელჩის ქმედებას პარლამენტის წინ მოშიმშილე ელენე ხოშტარიასთან შეხვედრის თაობაზე, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის ვენის კონვენციის დარღვევა და ეს არის ადამიანის მხრიდან თვითდაზიანების წახალისება. 

 „არც ერთი მიმართულებით არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ ტოლერანტული იმ არასწორი ქმედების მიმართ, რომელსაც ახორციელებენ კონკრეტული ელჩები. ვენის კონვენციის დარღვევაც არის მიუღებელი და თვითდაზიანების წახალისებაც არის აბსოლუტურად მიუღებელი“,  - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა რუსთაველის გამზირზე, მოშიმშილე „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და ყოფილი დეპუტატი გედევან ფოფხაძე მოინახულა. 

მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში დაწერა: ადამიანური თანაგრძნობაა, რომ შიმშილობაში მყოფ პოლიტიკოსებს ესაუბრო - "თუ ჩვენთან არ ხარ, ჩვენი მტერი ხარ" გარემოს პოპულარიზება ხდება