საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა რუსთაველის გამზირზე, მოშიმშილე „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და ყოფილი დეპუტატი გედევან ფოფხაძე მოინახულა.
„ადამიანური თანაგრძნობაა, რომ შიმშილობაში მყოფ პოლიტიკოსებს ესაუბრო, ელენე ხოშტარიას და გედევან ფოფხაძეს – „ქართული ოცნების” ყოფილ დეპუტატს. „თუ ჩვენთან არ ხარ, ჩვენი მტერი ხარ“ გარემოს პოპულარიზება ხდება. ეს მენტალიტეტი ეწინააღმდეგება დემოკრატიას და „2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებას“ ილუზიად აქცევს“, – დაწერა პეტერ ფიშერმა X-ზე.
It's human empathy to reach out to politicians on hunger strike, @Helenkhosh & Gedevan Popkhadze, ex-@GeorgianDream41 MP. An atmosphere of "If you are not for us, you are an enemy" is promoted. This mentality is antithetical to democracy and will make "EU by 2030" an illusion. pic.twitter.com/IWs8hMLZLj
— Peter Fischer (@Diplo_Peter) June 28, 2025