არავის აღარ უკვირს გერმანიის და სხვა ელჩების გარკვეული პოლიტიკური პოზიცია, ამასთან დაკავშირებით განცხადება მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს, არ შეიძლება ასე ჩარევა შიდა პოლიტიკურ ვითარებაში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი  ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, „არ შეიძლება ასეთი პოლიტიკური რევერანსის გაკეთება, თუნდაც მისვლა მოშიმშილესთან, რომელიც პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პოზიციონირებს“.

„თუ მიხვედი და არ ეუბნები, რომ შიმშილობა უნდა შეწყვიტოს ე.ი. მხარს უჭერ იმას, რომ იგი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდეს და შეიძლება, მძიმედ დაასრულოს შიმშილობის პროცესი. რასაკვირველია, აქ ერთადერთი შეფასება პოლიტიკურის გარდა, შეიძლება იყოს ის, რაც შალვა პაპუაშვილმა თქვა. გერმანიის ელჩი მასთან ელენე ხოშტარიასთან რომ მივა და შეაგულიანებს, ეს უკვე დანაშაულია. ეს არამარტო კონვენციის დარღვევაა, ეს არის არაადამიანური, არაჰუმანური დამოკიდებულება. მოშიმშილეს უნდა უთხრა, რომ თვითმკვლელობას თავი დაანებოს, ჯანმრთელობის დაზიანებას თავი დაანებოს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა რუსთაველის გამზირზე, მოშიმშილე „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და ყოფილი დეპუტატი გედევან ფოფხაძე მოინახულა. 

მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში დაწერა: ადამიანური თანაგრძნობაა, რომ შიმშილობაში მყოფ პოლიტიკოსებს ესაუბრო - "თუ ჩვენთან არ ხარ, ჩვენი მტერი ხარ" გარემოს პოპულარიზება ხდება