ერთი მხრივ ამბობდე, რომ ევროპისკენ მინდა, ასობით ჩვენს პარტნიორს ბრიუსელში, სხვა დედაქალაქებში უბრალოდ ატყუებდე, რომ მათკენ გინდა, ოღონდ აქ ღრმა აფრიკული რეჟიმი გაქვს შექმნილი, სადაც მთავარ ოპონენტს საარჩევნო მოედანზე არ უშვებ და მარტო ასპარეზობ, არავინ „გაგიტარებს",- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
„ის, რაც ივანიშვილს წარმოუდგენია, რომ აქ არჩევნებს ატარებდეს, საარჩევნო კამპანია მიდიოდეს, ხალხი უბნებზე რიგში იდგეს და ამ დროს მიშა ციხეში ჰყავდეთ გამოკეტილი, ამის ალბათობა, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ძალიან დაბალია. ასეთ არჩევნებს, სამართლიანს და თავისუფალს არავინ უწოდებს, ასეთ არჩევნებს ლეგიტიმაცია უბრალოდ არ ექნება. ერთი მხრივ ამბობდე, რომ ევროპისკენ მინდა, ასობით ჩვენს პარტნიორს ბრიუსელში, სხვა დედაქალაქებში უბრალოდ ატყუებდე, რომ მათკენ გინდა, ოღონდ აქ ღრმა აფრიკული რეჟიმი გაქვს შექმნილი, სადაც მთავარ ოპონენტს საარჩევნო მოედანზე არ უშვებ და მარტო ასპარეზობ, არავინ "გაგიტარებს". პირდაპირ წერია: "სამართლიანი, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნები უნდა იყოს", ვერ დაგიწერდნენ, "მიშა გამოუშვით და "ისეთი არჩევნები უნდა იყოსო". კონკურენტული მაგას ნიშნავს, რომ ყველა კონკურენტი იყოს ველზე“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.