„ოცნებას“ ყველაზე მეტად მიშა სააკაშვილის თავისუფლებაზე ყოფნის ეშინია, ეს არავისთვის სადუმლო არ არის, არც სენატორებისთვის, არც კონგრესმენებისთვის და არც ქვეყნის შიგნით, პირველ რიგში ცნობილია ეს ამბავი ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი დაჯგუფებისთვის და იმიტომაც ჰყავთ ციხეში გამოკეტილი ეს ადამიანი, - ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ბიძინა ივანიშვილს, როგორც კრიმინალური დაჯგუფების ბოსს, ვალდებულება აქვს, თავი მოაჩვენოს მხარდამჭერებს, რომ ის მაგრად და მყარადაა, რომ გაიმარჯვებს და არავის და არაფრის ეშინია. სწორედ ამას ემსახურებოდა მისი განცხადება, რომელიც რუსთაველის გამზირზე 29 აპრილს გააკეთა, შევარდნაძე და იანუკოვიჩი არ გეგონოთო. ამით თქვა, რომ მე უფრო უარესი და ბრუტალური ვარო. ასეთი განცხადებების ფონზე, ყველას აქვს წინასწარი შეგრძნება, რომ ეს კაცი არა მხოლოდ გააყალბებს, არამედ გაყალბებული შედეგებისთვის ბრძოლას და ქუჩაში სისხლის დაღვრას აპირებს“, - აცხადებს ცისკარიშვილი.