„ეს არის ძალიან მკაფიო და ნათელი სიგნალი იმისა, რომ რუსეთის ამ გავლენის სფეროს ბანაკის ერთ-ერთი წევრია საქართველოც და ამ ბანაკის სხვა წევრ ქვეყნებში ინაუგურაცია იქნება თუ სხვა ტიპის ღონისძიება, აუცილებლად ჩადის და ესწრება." - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა ირანში ინაუგურაციაზე ირაკლი კობახიძის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა
"ეს არის ძალიან მკაფიო და ნათელი სიგნალი იმისა, რომ რუსეთის ამ გავლენის სფეროს ბანაკის ერთ-ერთი წევრია საქართველოც და ამ ბანაკის სხვა წევრ ქვეყნებში ინაუგურაცია იქნება თუ სხვა ტიპის ღონისძიება, აუცილებლად ჩადის და ესწრება და სამწუხაროდ ჩვენი „მემგობრები და კოლეგები“ ამ ერთობლობაში არიან ბელარუსი, რუსეთის ფედერაცია, ირანი, ვენესუელა, ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი, აი ამ სამწუხარო ბანაკში ამოყო თავი საქართველომ და ეს სიტუაცია თუ არ შევცვალეთ ჩვენ 26 ოქტომბერს, კიდევ უფრო გაღრმავდება და გაუარესდება.
ევროპისგან ჩვენ რაც გვაქვს ახლა ბენეფიტები - თავისუფალი ვაჭრობა და რაც მთავარია უვიზო მიმოსვლა, ესეც ჩაჰბარდება ისტორიას აუცილებლად 27 ოქტომრიბდან თუ აქ ადგილზე რეალობა არ შცვალა ქართველმა ხალხმა.“- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ახალი პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრება.