პარტიის „საქართველოსთვის“ 9 პუნქტის შესრულების ხედვით, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართავს.
„ოცნებას“ მივმართავთ კონკრეტული ინიციატივებით, რომელთა განხორციელებით:
შესრულდება ევროკავშირის 9 რეკომენდაცია;
საქართველო დაიბრუნებს ლიდეობას ასოცირების ტრიოში;
ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.
„ოცნებამ“ განაცხადა, რომ ოპოზიციას 9 პუნქტთან დაკავშირებით ინიციატივები არ წარუდგენია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, ჯერ კიდევ ნოემბერში, პარლამენტის თავმჯდომარეს ინიციატივები ოფიციალურად გავუგზავნეთ, დღეს კიდევ ერთხელ წარვუდგენთ ჩვენს ინიციატივებს.
ჩვენ არ გვქვს პრეტენზია, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი სწორი გზა და გთავაზობთ ამ წინადადებებზე მუშაობის დაწყებას.
მივმართავთ „ოცნებას“:
დაიწყოს საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა მურუსიძე-ჩინჩალაძის და მათი გავლენის ჯგუფისგან სისტემის გასათავისუფლებლად - გვესმის, რომ ეს პრობლემა ერთ დღეში არ მოგვარდება, ამიტომ, მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ სისტემის ფუნდამენტურად გარდაქმნის აუცილებლობაზე კონსენსუსის მიღწევის პროცესში; პირველ ეტაპზე რეფორმა შეეხოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაეს სასამართლოს და სასამართლოს თავმჯდომარეებს;
დაიწყოს მუშაობა დამოუკიდებელი პოლიციის კონცეფციაზე - სადაც პოლიციის ხელმძღვანელი აღარ იქნება პოლიტიკური თანამდებობის პირი და აირჩევა პარლამენტის მიერ. ეს უზრუნველყოფს პოლიციის აპოლიტიკურობას; კორუფციის გამოძიების ფუნქცია ჩამოერთვას პროკურატურას, სუსს იუსტიციის სამინისტროს და დაიწყოს მუშაობა რეალურად დამოუკიდებელი ანტი-კორუფციული საგამოძიებო ბიუროს შექმნაზე, რომლის ხელმძღვანელი პარლამენტის მიერ პოლიტიკური კონსენსუსით აირჩევა;
შეიცვალოს გენერალური პროკურორის არჩევის და საპროკურორო საბჭოს წევრების ნომინირების წესი - გენერალური პროკურორი პარლამენტმა აირჩიოს პოლიტიკური კონსენსუსით; შეიქმნას საბჭოს წევრებად დამოუკიდებელი რიგითი პროკურორების წარდგენის ქმედითი შესაძლებლობა, რაც გამორიცხავს მორჩილი წევრებით საბჭოს დაკომპლექტებას და უზრუნველყოფს პროკურატურის დამოუკიდებლობას;
მომზადდეს საკანონმდებლო ცვლილებები კონსტიტუციით დამოუკიდებელი ინსტიტუტების ხელმძღვანელების პოლიტიკური კონსენსუსით ასარჩევად; მომზადდეს საკანონმდებლო ცვლილებები ემიგრანტებისთვის ელექტრონულად ხმის მიცემის უფლების მინიჭებაზე;
დაიწყოს გამოძიება ელიტური/პოლიტიკური კორუფციის თითოეულ ფაქტზე, რაც საჯაროდ გახდა ცნობილი და რის შესახებაც არაერთი განცხადება შევიდა პროკურატურაში. შეიქმნას საგამოძიებო კომისია ქოლ-ცენტრებზე; საქართველო დაუბრუნდეს ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციულ ქსელს, რომელიც შეამოწმებს ქვეყანაში ელიტური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობას.
ეს არის კომპლექსური პროცესი. ვერც ხელისუფლება და ვერც ოპოზიცია ცალკე ამას ვერ გააკეთებს. ეს არის ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, რაც შეიძლება სწრაფად შევიყვანოთ საქართველო ევროკავშირში.
9 პუნქტის შესრულების დეტალური ხედვა დღესვე განმეორებით წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს." - ნათქვამია პარტიის გავრცელებულ განცხადებაში.