საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ირაკლი კობახიძეს პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. მისალოც წერილს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს:
"მის აღმატებულებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრს,
ბატონ ირაკლი კობახიძეს
ბატონო ირაკლი,
გულითადად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას.
კარგად მოგეხსენებათ, ეს მეტად საპატიო თანამდებობაა და, ამასთან, დიდი პასუხისმგებლობაც, მით უმეტეს ჩვენს რთულ დროს.
ინებოს ღმერთმა, თქვენი მოღვაწეობა იყოს მშვიდობის, კეთილდღეობისა და შემდგომი წარმატებების მომტანი საქართველოსთვის.
გისურვებთ ღვთის მფარველობასა და შეწევნას ჩვენი ერისა და ქვეყნის სამსახურად.
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი
და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი" - ნათქვამია მისალოც წერილში.