პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია იმართება.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ მმართველმა პარტიამ გაიწვიოს კანონპროექტი. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.
რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი გადაკეტილია. მიმდინარეობს სიტყვით გამოსვლები.