„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები გეგმავენ, რომ რუსთაველის გამზირზე გაათენონ ღამე, ვინაიდან, 13 მაისს, დილას, ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენა.
მოქალაქეებს საკანონმდებლო ორგანოსთან მიტანილი აქვთ საძილე ტომრები, აირწინაღები და დამცავი სათვალეები, რაც მათივე თქმით “უსაფრთხოდ ყოფნაში” დაეხმარებათ.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები სკანდირებენ: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“. “საქართველოს გაუმარჯოს”.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.