ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი სამშობლოს მომავალი ევროპული და ბრწყინვალეა და არა უდაბნოში, შავ წარსულში და რუსეთისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა განაცხადა.

„მივმართავ “ოცნების“ ამომრჩეველს, თუ კიდევ დარჩა, როცა პირველად აირჩიეს “ოცნება“, ხომ იყო ნათქვამი, რომ ქვეყანა მიდიდოდა დემოკრატიული გზით, ევროპისკენ და ამისთვის აირჩიეს, ყველას სჯეროდა, ვინც ხმა მისცა, და დღეს როგორ უყურებენ იმ დროს მიცემულ ხმას და რას აპირებენ.

ეს არის ცვლილება - ვინც იყო დამალული, გამოჩნდა, სალომეც ასე გამოჩნდა, როცა შეამჩნია, შეიძლება თავიდან არ დაიჯერა, შორიდან ძნელია ამის გაგება. ძირითადად, ჩვენი გაგება მომავლის ერთი და იგივეა, შეიძლება გზები ხანდახან განსხვავებული, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი სამშობლოს მომავალი ევროპული და ბრწყინვალეა და არა უდაბნოში, შავ წარსულში და რუსეთისკენ“,- განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.