წელს, როდესაც 1924 წლის აჯანყების ასი წლისთავია, როგორ შეიძლება დავნებდეთ და ბრბოსაბით წაგვიყვანონ იმ გზაზე, სადაც არ გვინდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

არ უნდა გადავუხვიოთ, ჩვენ გვაქვს ერთი მიზანი, რომ იყოს აყვავებული ევროპული საქართველო. ხალხის შეშინება ამ წელს, სწორედ მაშინ როდესაც 1924 წლის აჯანყების ასი წლისთავია, როგორ შეიძლება დავნებდეთ, როგორ შეიძლება, რომ დავხაროთ თავი და ვთქვათ კი და ბრბოსაბით წაგვიყვანონ იმ გზაზე, სადაც არ გვინდა წავიდეთ. როგორ უნდა წავიდეთ რუსეთის გზაზე?! ვის სჯერა ამის?! ",- განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.