ბიძინა ივანიშვილი ნამდვილი რუსი ოლიგარქია, ის ფარდის მიღმა აკონტროლებს მთავარ პარტიას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

„ბიძინა ივანიშვილი ნამდვილი რუსი ოლიგარქია. არ შეიძლება არ ითქვას, რაც ნათელია, ის ფარდის მიღმა აკონტროლებს მთავარ პარტიას, რომელიც ორად არის გაყოფილი, ერთი არის დემოკრატი და მეორე არა, ერთი ძალიან შორს არის რუსებისგან, მეორე ახლოსაა. ვიცით, რომ ორივე არის შეკრული და მისი აზრის წამყვანი არის ბიძინა ივანიშვილი“,- განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.