„მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, აჭარის მუნიციპალიტეტებში აგროსერვის ცენტრი ფუტკრის სკების გაცემას აგრძელებს.

ფუტკრის სკები დღეს შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეფუტკრეებს გადაეცა.   


აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,  „მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა“ ქვეპროგრამის ფარგლებში მეფუტკრე ფერმერებს და სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებს აგროსერვის ცენტრის 70 % -ანი თანადაფინანსებით გადაეცემათ დადან-ბლატის ტიპის 10 ჩარჩოიანი სკები (კომპლექტი).  


თვითმმართველი ქ. ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში, “ქვეპროგრამის ფარგლებში გაიცემა 2000 ცალი სკა.


ქვეპროგრამა ხორციელდება მეფუტკრეობის დარგის განვითარების, ფუტკრის ოჯახების გამრავლებისა და ამორტიზირებული სკების ჩანაცვლების მიზნით.