უპირველესად, დიდი მადლობა და პატივისცემა ნაციონალური მოძრაობის ყველა მხარდამჭერს გამოხატული პოზიციის გამო.
დემოკრატიული ტრადიცია, რასაც ჩვენი პოლიტიკური ძალა ამკვიდრებს, არის ფასდაუდებელი ყოველი ჩვენგანისთვის და მთელი ქვეყნისთვის. - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური სოციალურ ქსელში წერს. 

"ამავე დროს, მიმაჩნია და ვალდებული ვარ, ვთქვა, რომ დღეს ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვეს პოლიტიკაზე და პოლიტიკურ იდეალებზე, რაც არის ზიანის მომტანი საერთო საქმისთვის.
პოლიტიკური მიზნები უცვლელია: მიხეილ სააკაშვილის და პოლიტიკური პატიმრების თავისუფლება და ივანიშვილის რუსული რეჟიმის დამარცხება.


ცხადია, არსად წასვლას არ ვაპირებ ნაციონალური მოძრაობიდან, რადგან ეს პარტია მიმაჩნია ქართულ ეროვნულ მოძრაობად, რომლის ნაწილად ვთვლიდი თავს ბავშვობიდან დღემდე." - წერს ნუგზარ წიკლაური.