ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური "ტვ პირველის" მიერ გადაღებულ კადრებს, სადაც ვანო მერაბიშვილისა და ყოფილი ძალოვნების შეხვედრაა გადაღებული.
"ეს არის არადემოკრატიული, ენმ-სთვის სრულიად მიუღებელი პროცესი. ამიტომ, იმ შემთხვევაში თუ მას (მერაბიშვილს) სურს პოლიტიკური აქტივობა, ეს გააკეთოს ღიად, დაუფარავად და არა იმ პოლიტიკური ტორპედოების მეშვეობით, რომელიც გამოშვებული ჰყავს და ვითომ კენჭს იყრიან პარტიის თავმჯდომარის პოსტზე. ამ მეთოდებით უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება. მგონია, რომ ეს ყველამ უნდა გაისიგრძეგანოს, მათ შორის იმ ადამიანმა, ვინც არის ამ ფოტოზე გამოსახული"- აღნიშნავს წიკლაური.