სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია დეკლარირებულად გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. ის თავნებურად აგრძელებს ანტიქართული პროპაგანდის განხორციელებას უცხოური ვიზიტების დროს, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
„იმ პირობებში, როდესაც რიგ უცხოურ ძალებს აწყობს, რომ ამ ქვეყანაში„ ქართულმა ოცნებამ“ კი არ დაიცვას ჩვენი სახელმწიფოებრიობა, არამედ მათი გავლენის აგენტები მსახურებდნენ აქ, რა თქმა უნდა ამ უცხოური ძალებისთვის სალომე ზურაბიშვილის ეს თავნებობა და არაკონსტიტუციურობა ძალიან ხელსაყრელი მოცემულობაა“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.