პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, რა ფორმითაც არ უნდა დაჯგუფდნენ რადიკალები, უბრალოდ ფორმალობა იქნება და არჩევნების შედეგებს ვერ შეცვლის.
„რა ფორმაც არ უნდა მიიღოს ამ მახინჯი პოლიტიკური შინაარსის მქონე რაღაც დაჯგუფებებმა, ვფიქრობ, ქართული საზოგადოება უკვე კარგადაა ინფორმირებული თითოეული მათგანის წარმომავლობასთან და მოტივაციასთან დაკავშირებით. რა ფორმითაც არ უნდა დაჯგუფდნენ, ერთადერთი ეს იქნება უბრალოდ ფორმალობა და ვერ შეცვლის იმ შედეგს, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გამოიხატა როგორც კვლევებში, ასევე საზოგადოებრივ განწყობებში. ეს განწყობები, საბოლოო ჯამში, არჩევნების შედეგებზე აისახება, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური დაჯგუფებები მინიმალურ შეფასებას მიიღებენ“, - განაცხადა წილოსანმა.