ბოლშევიკური „ტროიკა“ ხოშტარია-ჯაფარიძე-ვაშაძე დღენიადაგ დადიან იმისთვის, რომ ქვეყანას სახელი გაუფუჭონ და არ მივიღოთ სტატუსი, ერთადერთი რასაც აკეთებენ არის ეს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ის, რომ საქართველომ უსამართლოდ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, გადავადდა და მივიღეთ პერსპექტივა, იყო ზუსტად ამ ადამიანების ძალისხმევა.
„ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც რეალურად უნდა კანდიდატის სტატუსის მიღება არის „ქართული ოცნება“ იმიტომ, რომ ყველა სხვა დანარჩენი ამ საკითხს უყურებს ასე - თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს კიდევ ერთხელ გააძლიერებს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს და დარაზმულები არიან, რომ არ გაძლიერდეს „ქართული ოცნება“, ქვეყანა დაზიანდეს და არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.