"რადიკალურად შეცვლილი მათივე განცხადებები ორ ვერსიას გვაფიქრებინებს: ან სრულებით არაკომპეტენტურები და წარმოუდგენლად უგონოები არიან, ან რაც ნამდვილად სიმართლე არის - ახლა ატყუებენ საზოგადოებას იმიტომ, რომ წაგებულზე უკვე არანაირად არ აწყობთ, რომ აღიარონ არჩევნების ლეგიტიმურობა", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა, "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა.

ნინო წილოსანმა აღნიშნა, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არანაირი კონკრეტიკა არ არსებობს.

"არ არსებობს არანაირი კონკრეტიკა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გაყალბდა ეს არჩევნები. მათ შორის თავად ოპოზიციის წარმომადგენლები, მათი ხმა - მათი გამჟღერებლები და ეს აქტივისტები, არჩევნებამდე პირდაპირ დეტალურად აღწერდნენ იმ სისტემას, რომელიც ჩვენ ელექტრონული აპარატის მეშვეობით გვაქვს და გამორიცხავდნენ ყველანაირი გაყალბების ან მანიპულაციის შესაძლებლობას. ჯერ წარმოუდგენლად არასერიოზული არის იმ განცხადებების მერე, რასაც სალომე ზურაბიშვილიდანდაწყებული, ყველა სხვა დანარჩენი აკეთებდა, რომ შეუძლებელია გაყალბება, შეუძლებელია ხმების ფარულობის იდენტიფიცირება და ა.შ. ამის შემდეგ, რადიკალურად შეცვლილი მათივე განცხადებები ორ ვერსიას გვაფიქრებინებს: ან სრულებით არაკომპეტენტურები და წარმოუდგენლად უგონოები არიან, ან რაც ნამდვილად სიმართლე არის - ახლა ატყუებენ საზოგადოებას იმიტომ, რომ წაგებულზე უკვე არანაირად არ აწყობთ, რომ აღიარონ არჩევნების ლეგიტიმურობა,"  - განაცხადა ნინო წილოსანმა.