ამდენი ხანია ცდილობენ შეგვაგუონ აზრს,რომ თითქოს ასეთი უმსგავსობები -აქტივიზმია. ყველაფერს თავისი სახელი აქვს - ეს არის დანაშაული და სადისტური ქმედება! ყველამ უნდა აგოს სათანადო პასუხი,- წერს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი ცესკო-ში მომხდარ ფაქტზე, სადაც ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს, "ნაცმოძრაობის" წარმომადგენელმა დავით კირთაძემ საღებავი შეასხა.
„ ცესკოს თავმჯდომარეს საღებავი თვალებში შეასხეს კაციჭამიების მორიგი დანაშაულებრივი აქტი და ადამიანის სისხლს დანატრებული დაჯგუფების ბედნიერი ჟივჟივი სოციალურ ქსელებში
ამდენი ხანია ცდილობენ შეგვაგუონ აზრს,რომ თითქოს ასეთი უმსგავსობები -აქტივიზმია.
ყველაფერს თავისი სახელი აქვს - ეს არის დანაშაული და სადისტური ქმედება! ყველამ უნდა აგოს სათანადო პასუხი,“- წერს ნინო წილოსანი.