აღარ ვაღიარებ ღიად რუსული პროპაგანდის საშუალებებს, როგორიცაა "იმედი", "პოსტ ტვ", "ალტ ინფო" და სხვები მედიად, ყველა ვინც იქ მუშაობთ, იფიქრეთ იმაზე, რომ ხართ ან ინსტრუმენტი, ან დეკორაცია რუსული პროპაგანდის. - წერს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.
ჩემი დიდი პაპა, ბებიის მამა, ხევსური გიორგი ჭინჭარაული ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეგობარი ყოფილა. ის მოკლეს, თუმცა, საფლავიც კი არ ვიცით მისი. ბებიამ მხოლოდ მაშინ გაამხილა ეს ამბავი შვილებთან, როდესაც ტელევიზორში გაიგო, ქაქუცა ჩოლოყაშვილი გმირად გამოცხადდაო.- წერს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.
"ჩემი დიდი პაპა, ბებიის მამა, ხევსური გიორგი ჭინჭარაული ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეგობარი ყოფილა. ის მოკლეს, თუმცა, საფლავიც კი არ ვიცით მისი. ბებიამ მხოლოდ მაშინ გაამხილა ეს ამბავი შვილებთან, როდესაც ტელევიზორში გაიგო, ქაქუცა ჩოლოყაშვილი გმირად გამოცხადდაო. მეგონა ცუდი მამა მყავდაო, რადგან მთელი ცხოვრება აგენტის, არამზადის და ბანდიტის შვილს მეძახდნენო. დედას ცხენზე თოკით აბამდნენ და ისე მიყავდათ ყოველ დღე პოლიციას დასაკითხად და ჩვენ შიშველი ბავშვები უკან მივსდევდით ტირილითო... მამის დატოვებულ ბიბლიოთეკას მთელი ბავშვობა ვწვავდით გათბობის მიზნითო. ოჯახში დიდ პაპაზე და ქაქუცაზე ჩურჩულით საუბრობდნენ, ამიტომ ბევრი არაფერი ვიცით მასზე.
ჰოდა, რა მინდოდა მეთქვა, ჩემო ნაცნობო დეპუტატებო "ქართული ოცნებიდან", ვინც მიეცით ხმა იმას, რომ თქვენი მეგობრები, მეზობლები, ყოფილი კოლეგები, ნათესავები და ზოგისთვის ოჯახის წევრებიც კი აგენტებად და ქვეყნის მტრებად გამოგეცხადებინათ და ამით ისინი დევნისა და ტერორისთვის გაწირეთ...
ვინც მარტო დარჩით მთელი დემოკრატიული სამყაროს პირისპირ და მხოლოდ ლავროვი, პესკოვი და მარგო სიმონიანი გიცავთ...მინდა იცოდეთ, აღარ გეტყვით გამარჯობას, არასდროს დავდგები იქ, სადაც იქნებით თქვენც, თუ სადმე შემთხვევით გნახავთ ძალიან მშვიდად გეტყვით, რასაც ვფიქრობ თქვენზე.
ასევე, აღარ ვაღიარებ ღიად რუსული პროპაგანდის საშუალებებს, როგორიცაა "იმედი", "პოსტ ტვ", "ალტ ინფო" და სხვები მედიად, ყველა ვინც იქ მუშაობთ, იფიქრეთ იმაზე, რომ ხართ ან ინსტრუმენი, ან დეკორაცია რუსული პროპაგანდის.
მადლობა ყველას, ვინც საკუთარო მხარდაჭერა ღიად ირიბად, გაუბედავად, გაბედულად თუ პირდაპირ დააფიქსირა რუსული კანონის წინააღმდეგ! ყველას მოგწვდებით და გეტყვით მადლობას! არ დაგვავიწყდებით!"