საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ნიკოლოზ სამხარაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში 2024 წლის 7 თებერვალს აზერბაიჯანში დაგეგმილ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.