ივანიშვილის რეჟიმი საერთაშორისო იზოლიცაიაშია მოქცეული, არც პირველი და არც უკანასკნელია მსგავსი რეზოლუცია, – ამის შესახებ კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს ივანიშვილის მიერ ჩატარებულ არჩევნებს, შედეგებს და მის ხელისუფლებას.
„ყველაფერი, რაც მოემსახურება ივანიშვილის რეჟიმის, საბჭოთა რეჟიმის ჩამოშლას, არის გამართლებული. გამართლებულია ყველა ის ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმება რეჟიმის ჩამოშლისკენ. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ დასავლელი პარტნიორები, ეს დასავლელ პარტნიორებს უნდა ჰკითხოთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ცნობისათვის: ევროპარლამენტში 25 ნოემბერს დარეგისტრირდა რეზოლუციის პროექტი, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად საუბარია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე.