აქციის ტერიტორიიდან განარიდეს ნიკა მელია, რომელიც არ დაემორჩილა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა რამდენიმე მოწოდებას, დაეტოვებინა გზის სავალი ტერიტორია. 

მელიქიშვილის გამზირზე ვითარება რამდენჯერმა დაიძაბა. დაკავებული ან ტერიტორიიდან განრიდებულია რამდენიმე ადამიანი.

შეგახსენებთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან სამართალდამცველმა კარვები და ის ტრანსპორტი გაიყვანეს, რომლითაც აქციის მონაწილეებს ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი ჰქონდათ ჩახერგილი.  

მანქანები ტერიტორიიდან ევაკუატორების მეშვეობით გაჰყავთ. ადგილზე მუშაობს თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები. 

პოლიციას აქციის დასაშლელად არანაირი სპეციალური საშუალება არ გამოუყენებია.

აქციის მონაწილეები მელიქიშვილის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან. 

პოლიცია ცდილობს აქციის მონაწილეები გაიყვანოს გზის სავალი ნაწილიდან, რასაც მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა. 

აქციის მონაწილეებს ავტოსაგზაო გზა გადაკეტილი აქვს. 

შეგახსენებთ, შსს-მ ჭავჭავაძის გამზირსა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს 15-წუთიანი დრო მისცა გზის სავალი ნაწილის გასათავისუფლებლად