ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა" თანათავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.
"პარლამენტი, რომელიც არ აღიარა დასავლეთმა, არ აღიარებს არავინ ქვეყნის შიგნით, საერთაშორისო ორგანიზაციები არ აღიარებენ, პრეზიდენტმა პირველი სხდომა არ ჩანიშნა, კოალიცია "ცვლილებისთვის" და სხვა პარტიებიც, დიახაც, არათუ ვაპირებთ, ამაზე განცხადებებიც არაერთხელ არის გაკეთებული, კონკრეტული გადაწყვეტილებებიც არის მისაღები. თუ კიდევ გახდება საჭირო განცხადებების დაწერა, მალევე დაიწერება ეს განცხადებებიც. არალეგიტიმურ პარლამენტში, არ მგონია, რომ რომელიმე ოპოზიციონერი შევიდეს", - აცხადებს ნიკა მელია.