როგორც კი წესიერებით გამორჩეული ადამიანები გამოჩნდებიან, ხალხი იწამებს, რომ ისინი ფულის საშოვნელად არ მოდიან,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. 

„ოცნებამ" თითქოს იმედი გადაუწურა ბევრს, მაგრამ ეს არის ზუსტად ისტორიის ის პერიოდი, როდესაც ბევრს იმედი გადაეწურა და აი მაშინ იქნება გარღვევა, ამისი მჯერა. ტრადიციულად, ისტორიულად ეს მომხდარა. ანესთეზიის ქვეშ ჰყავს ახლა ივანიშვილს ხალხი, ამით სარგებლობს, ამბობს, რომ კი ბატონო, ვიპარავ, მაგრამ ვცდილობ, რომ გაგაყუჩოთ, ადგილობრივი ანესთეზია მაინც გაგიკეთოთ, მაგრამ როგორც კი მკვეთრი კონტრასტული, მკვეთრი ღირებულებითი კონტრასტული ჯგუფი, ჯგუფები, ადამიანები, მართლა წესიერებით, ხელშესახებად წესიერებით გამორჩეული ადამიანები გამოჩნდებიან, ხალხი, საზოგადოება იწამებს, რომ ეს ადამიანი ფულის საშოვნელად არ მოდის",- განაცხადა ნიკა მელიამ " ტვ პირველის" ეთერში.