მხოლოდ მაშინ, როდესაც წესიერება, ხალხის სამსახური და დამოუკიდებელი, თავისუფალი პოლიტიკური ნება იქცევა ხელისუფლებაში ყოფნის პირობად, აღარ ვნახავთ დღევანდელის მსგავს, სამარცხვინო პოლიტიკურ სცენებს. - "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია პრემიერ მინისტრის პოსტიდან ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ეხმაურება:
"მხოლოდ მაშინ, როდესაც წესიერება, ხალხის სამსახური და დამოუკიდებელი, თავისუფალი პოლიტიკური ნება იქცევა ხელისუფლებაში ყოფნის პირობად, აღარ ვნახავთ დღევანდელის მსგავს, სამარცხვინო პოლიტიკურ სცენებს.
პოლიტიკური მარიონეტობა, ტყუილი, სიყალბე და სიტყვა რომელსაც არ აქვს ფასი - ეს არის დღევანდელი მოცემულობა, რომელსაც ასეთივე სიყალბე, ისევ პოლიტიკური მარიონეტობა და ყალბი, გაუფასურებული სიტყვა ვერასოდეს დაამარცხებს; და თეორიულად, რომც დაამარცხოს, იგივე მდარე ხარისხის სპექტაკლში ვიცხოვრებთ.
ცვლილებას მოიტანს მხოლოდ ხალხის ნების ასახვა და არა მავნე გავლენის ინდივიდების ნების აღსრულება." - წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.