ამ პროცესმა იალქანი უნდა გაშალოს და მშვიდობიანად გაცუროს, რომ ნიჩბის მოსმაც კი არ დაგვჭირდეს - ამისათვის საჭიროა ძალიან ბევრი ადამიანი დღეს და მომდევნო დღეებში, - ამის შესახებ პარტია "ახალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს აპროტესტებენ.
„ამ ადამიანებს არანაირი სინდისი, მორალი, ადამიანობა არ აქვს და არაადამიანობით, ამორალურობით უნდა რუსეთს მიჰყიდოს ჩვენი სახელმწიფო. ამაზე არავინ ხელს არ მოაწერს. ამ პროცესმა იალქანი უნდა გაშალოს და მშვიდობიანად გაცუროს, რომ ნიჩბის მოსმაც კი არ დაგვჭირდეს. ამისათვის საჭიროა ძალიან ბევრი ადამიანი დღეს და მომდევნო დღეებში. ძალიან ბევრი ადამიანი, რომ რუსმაც, ივანიშვილმაც დაინახოს, რომ ამ ხალხს ვერ დაჩაგრავს," - განაცხადა მელიამ.