პროტესტი როგორც დაიწყო დაუგეგმავად, წრფელი პროტესტით და პატრიოტიზმით, ასე უნდა გაგრძელდეს, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციაზე - „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ განაცხადა.

„როგორც დაიწყო დაუგეგმავად, წრფელი პროტესტით და პატრიოტიზმით, ასე უნდა გაგრძელდეს, აქ ხელოვნური ჩართულობა არ არის აუცილებელი და არც სასურველია. ეს ხალხი არავის გამოა გამოსული, ეს ხალხი იდეის გამოა გამოსული, ეს ხალხი არის ევროპული და ეროვნული იდეის განსახორციელებლად გამოსული. წინაპრებმა მოგვიტანეს დამოუკიდებლობა, ახლა გვაქვს ვალდებულება განვახორციელოთ იდეა, რომელიც რა თქმა უნდა, უპირატესი ყველასთვის, ეს არის ეროვნული და ევროპული იდეა“, - ამბობს ნიკა მელია.